Показаны сообщения с ярлыком პიგმენტირებული ნადები. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком პიგმენტირებული ნადები. Показать все сообщения

вторник, 15 марта 2016 г.

როდის გამოიყენება Air-flow?


როდის გამოიყენება აპარატი Air-flow?

Air-flow საშუალებას იძლევა მოცილდეს კბილის ზედაპირიდან თამბაქოს მოწევის შედეგად განვითარებული, ჩაის, ყავის და სხვა საკვები საღებავების მიღების მიზეზით გაჩენილი ნადები. ასევე მისი გამოყენება ნაჩვენებია საჭმლისმომნელებელი სისტემის დაავადებების დროს, როცა კბილებზე ჩნდება მუქი-ყავისფერი ნადები. ამ აპარატის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი სხვა მეთოდებთან შედარებით უკეთესად აცილებს ნადებს რთულად მისადგომი ადგილებიდან (კბილთაშორისი სივრცეები, ფისურები, ბრმა ხვრელები). 

კბილის ნადების მოცილების მეთოდები

კბილის რბილი და მაგარი ნადების (ანუ კბილის ქვის) მოცილების რა მეთოდები არსებობს?

კბილის ნადების მოცილების 4 მეთოდი არსებობს: მექანიკური, ქიმიური, ულტრაბგერითი და შერეული. მექანიკური მეთოდი გულისხმობს კბილის ქვების მოცილებას ხელის ინსტრუმენტებით - სხვადასხვა ფორმის და სიგრძის კაუჭების საშუალებით. ამის შემდეგ კბილის ზედაპირი მუშავდება ელექტრომექანიკური ჯაგრისით და აბრაზიული პასტით. ეს მეთოდი იშვიათად გამოიყენება, რადგან პროცედურა საკმაოდ მტკივნეული და ხანგრძლივია, სამაგიეროდ მას არ გააჩნია წინააღმდეგჩვენება. ასევე მექანიკურ მეთოდს მიეკუთვნება 
Air-flow-ს აპარატის გამოყენება, რომელიც წარმატებით გვეხმარება პირველ რიგში პიგმენტირებულ ნადებთან ბრძოლაში. აპარატის მოქმედების მექანიზმი არის კბილის ზედაპირის დამუშავება დიდი წნევის ქვეშ წამოსული წყლის, ჰაერის და აბრაზიული ფხვნილის (ნატრიუმის ბიკარბონატის ანუ სოდის) საშუალებით. ულტრაბგერითი მეთოდი ნიშნავს ულტრაბგერითი ვიბრაციის დახმარებით კბილის ქვის განცალკევებას კბილის ზედაპირისგან. კბილის ქვის მოცილების ქიმიური მეთოდი გამოიყენება მაშინ, როცა სხვა მეთოდებით მკურნალობა შეუძლებელია გარკვეული მიზეზების გამო. იგი მდგომარეობს ქიმიური პრეპარატების ზემოქმედებაში, რომელიც მიმართულია კბილის ქვის გახსნაში.